ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილებას აღარ მიიღოს საპრეზიდენტო 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობა, გამოეხმაურნენ მსოფლიო ლიდერები. ევროპის ქვეყნების ლიდერებმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შესახებ სოციალურ ქსელებში დაწერეს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ პლატფორმა X-ზე ბაიდენს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „უკრაინა მადლიერია პრეზიდენტ ბაიდენის ურყევი მხარდაჭერისთვის უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.
Ukraine is grateful to President Biden for his unwavering support for Ukraine’s fight for freedom, which, along with strong bipartisan support in the United States, has been and continues to be critical.
Many strong decisions have been made in recent years and they will be…
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) July 21, 2024
ჯო ბაიდენის შესახებ დაწერა დიდი ბრიტანეთის ახალარჩეულმა პრემიერ-მინისტრმა კირ სტრამერმა. ის ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილებმა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო.
„პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ და მოუთმენლად ველოდები მისი პრეზიდენტობის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში მასთან ერთად მუშაობას. ვიცი, რომ ისე, როგორც მთელი თავისი შესანიშნავი კარიერის განმავლობაში, ბაიდენი მიიღებს გადაწყვეტილებას იმის მიხედვით, რაც ამერიკელი ხალხისთვის უკეთესი იქნება“, – წერს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი.
გერმანიის კანცლერმა კი ამერიკის პრეზიდენტი მეგობრად მოიხსენია.
„ჩემმა მეგობარმა ჯო ბაიდენმა ბევრს მიაღწია, როგორც თავისი ქვეყნისთვის, ისე ევროპისა და მსოფლიოსთვის. მისი წყალობით, ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა მჭიდროა, NATO ძლიერია, აშშ კი ჩვენთვის კარგი და საიმედო პარტნიორია. მისი გადაწყვეტილება აღარ იყაროს კენჭი, პატივისცემას იმსახურებ“, – წერს ოლაფ შოლცი.
My friend @POTUS Joe Biden has achieved a lot: for his country, for Europe, for the world. Thanks to him, transatlantic cooperation is close, NATO is strong and the USA is a good and reliable partner for us. His decision not to run again deserves respect.
— Bundeskanzler Olaf Scholz (@Bundeskanzler) July 21, 2024
ბაიდენის გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ სხვა მსოფლიო ლიდერებიც. კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, ბაიდენი მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.