მთავარისაქართველო„ამ თვითნებობის უფლება არ გაქვთ!” - პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

„ამ თვითნებობის უფლება არ გაქვთ!” – პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გამოეხმაურა საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებას შეაჩეროს სალომე ზურაბიშვილის განკარგულება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის თაობაზე.

„დღეს, 22 ივლისს, საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა, ამჯერად, უკვე საქართველოს სასამართლო ხელისუფლება პირდაპირ და უკანონოდ ჩაერია პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში და შეაჩერა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრის დანიშვნის კონსტიტუციური აქტი.

მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს კონსტიტუციით აქვს სრული უფლებამოსილება ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება, შეარჩიოს და დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი“, – განაცხადა ბრიფინგზე გიორგი მსხილაძემ.

მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიმართავს საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო თანამეგობრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, საკითხზე სათანადო რეაგირება ჰქონდეთ.

22 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გაავრცელა განცხადება, რომ შეჩერებულია საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულების მოქმედება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის თაობაზე.

მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტს აეკრძალა ახალი კონკურსის ჩატარება და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით) დანიშვნა.

სასამართლოს ცნობით, ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმის გამო, რომ 2024 წლის 22 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ წარმოებაში მიიღო მანუჩარ კოკოჩაშვილის სარჩელი, მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტის მიმართ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend