მთავარიამერიკააშშაშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურას ხსნის

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურას ხსნის

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კანდიდატურას ხსნის – ამის შესახებ მან პლატფორმა X-ზე დაწერა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩემი განზრახვა იყო ხელახლა არჩევა, მე მჯერა, რომ ჩემი პარტიისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებშია გვერდზე გადგომა და მხოლოდ ჩემი, როგორც პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებაზე, ვადის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში ფოკუსირება“, – წერს ბაიდენი სოციალურ ქსელში.

ბაიდენის თქმით, ის ამერიკელ ხალხს კვირის ბოლოს უფრო დეტალურად აუხსნის საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზს.

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 5 ნოემბერს გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend