საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები ლიეტუვასთან გამარჯვების შედეგად, ჯგუფურ ეტაპზე საუკეთესო მეორეადგილოსნებს შორის მოხვდა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფში პირველად ითამაშებს.
ნაკრების ისტორიული შედეგისა და ქალთა ფეხბურთის შესახებ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ნათია დანელია და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ნიკოლოზ ჯღარკავა „ევრონიუს ჯორჯიას“ ესაუბრნენ.