ამერიკაში, ქალაქ ბოსტონში, ბერკლის საკონცერტო დარბაზში, ქართული მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით, 5 ნოემბერს პირველად გაიმართება „ქართული მუსიკის საღამო,“ რომელსაც ორგანიზებას უწევს საერთაშორისოდ აღიარებული ქართველი პიანისტი და კომპოზიტორი, ბერკლის მუსიკის კოლეჯის ასოცირებული პროფესორი გიორგი მიქაძე.
კონცერტზე შესრულდება ქართული საგუნდო, კამერულ-ინსტრუმენტული მუსიკა და გიორგი მიქაძის საავტორო მუსიკა. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ბერკლის სტუდენტები, პროფესორები, ამერიკაში მცხოვრები ქართველი მუსიკოსები და სპეციალურად მოწვეული სტუმრები.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში კონცერტის შესახებ გიორგი მიქაძემ ისაუბრა.