მთავარისაქართველოსაკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო

საქართველოს პრეზიდენტის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო. სარჩელი ე.წ. „აგენტების“ კანონს ეხება და პრეზიდენტი ამ კანონის შეჩერებას, შემდეგ კი, საბოლოოდ გაუქმებას ითხოვს.

სალომე ზურაბიშვილს ამ დრომდე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის არასდროს მიუმართავს. ამ საქმეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანს ხდის ისიც, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს არასდროს უმსჯელიათ კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევის შემთხვევაზე. ამ მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ორგანოებმა „ყველა ზომა უნდა მიიღონ ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.

15 ივლისს შევიდა საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის სარჩელი. მალევე „უცხოური გავლენის შესახებ” კანონის გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა ასზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამაც. სასამართლოსთვის მიმართვას ოპოზიციაც გეგმავს.

უახლესი

სხვა ამბები

00:16:29
00:05:32
spot_imgspot_img
Send this to a friend