მთავარიევროპაგერმანიაგერმანიაში ჰიტლერის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ქალების ხსოვნის დღეს აღნიშნავენ

გერმანიაში ჰიტლერის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ქალების ხსოვნის დღეს აღნიშნავენ

გერმანიაში 20 ივლისი ჰიტლერის წინააღმდეგ მებრძოლი ქალების ხსოვნის დღეა.

80 წლის იუბილე მხატვრებმა  ჰანა გოლდშტეინმა და კლაუდია ბალსტერსმა აღნიშნეს გამოფენით, სადაც ყურადღება გამახვილებულია  იმაზე, თუ რა როლი მიუძღვით ქალებს ჰიტლერის რეჟიმის დროს. ამ მებრძოლი ქალების ჩაწერები იატაკზეა მიმოფანტული. კედლებზე კი ჰიტლერის რეჟიმის ამსახველი ნახატებია წარმოდგენილი.

,,ქალების ისტორიები ყოველთვის ნაკლებად მნიშვნელოვანად ითვლებოდა, ვიდრე მამაკაცისა. ამის  მრავალი მიზეზია, თუმცა ერთ-ერთი ისაა, რომ  გამარჯვებულებს თავიანთი ამბის მოყოლა შეუძლიათ. ისინი წერენ ისტორიას, თუმცა ჯერჯერობით ამას ძირითადად თეთრკანიანები მამაკაცები აკეთებენ“, – განაცხადა მხატვარმა ჰანა გოლდშტეინმა.

გამოფენის ერთ-ერთი გმირი შეთქმულებაში მონაწილის ცოლია. ანედორი  დააპატიმრეს ნაცისტებმა. მან  განაგრძო წერა რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლების შესახებ. მხატვრები ამბობენ, რომ ზოგიერთ დამთვალიერებელს გაუკვირდა კიდეც, მათი გვარები რომ ამოიკითხეს.

„ჩვენ ამ ნამუშევრებს საფრანგეთსა და გერმანიაში ვაჩვენებთ.  დამთვალიერებლები, რომლებმაც უკვე ნახეს ჩვენი სურათები,  შეძრწუნებული იყვნენ. ბევრს  ახსოვს კიდეც საკუთარი ოჯახური ისტორიები“, – განაცხადა მხატვარმა კლაუდია ბალსტერსმა.

გერმანიაში ჰოლოკოსტის მემორიალზე თავდასხმა გასულ წელს მოხდა.

ბერლინში ნაცისტების ლგბტ მსხვერპლთა მემორიალი ვანდალურად დაარბიეს.

გამოფენა 8 სექტემბრამდე გაგრძელდება ბერლინში, ვილი ბრანდტის სახლში, „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ შტაბ-ბინაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend