ვიქტორ ორბანის წერილსა და თვითგამოცხადებულ სამშვიდობო მისიას პასუხობს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ახსენებს უნგრეთის პრემიერს, რომ მას არ აქვს მანდატი გამოიყენოს ევროკავშირის ექვსთვიანი როტაციული თავმჯდომარეობა უკრაინის ან სხვა საკითხებზე შეთანხმებული საგარეო პოლიტიკის შესაცვლელად.
”მე ვერ მივიღებ თქვენს მტკიცებას, რომ ჩვენ ვხელმძღვანელობდით ”ომის მომხრე პოლიტიკით”, – წერს მიშელი წერილში და დასძენს, რომ ყველაფერი „სულ საპირისპიროა.
“რუსეთი არის აგრესორი და უკრაინა არის მსხვერპლი, რომელიც იყენებს თავის ლეგიტიმურ უფლებას თავდაცვისათვის”.
The EU rotating presidency has no mandate to engage with Russia on behalf of the EU.
The European Council is clear: Russia is the aggressor, Ukraine is the victim. No discussions about Ukraine can take place without Ukraine.
— Charles Michel (@CharlesMichel) July 4, 2024
რაც შეეხება ორბანის მოწოდებებს რუსეთთან მოლაპარაკებაზე, შარლ მიშელი წერს, რომ არ იქნება არანაირი მოლაპარაკება რუსეთთან უკრაინის გარეშე.
ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის ლიდერებს წერილი მიწერა, სადაც ტრამპის გამარჯვებაზე საუბრობს და ევროპას მოუწოდებს უკრაინის მიმართ ახალი სტრატეგია შეიმუშაოს.