მთავარიმსოფლიოევროპაბულგარეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში ტყის ხანძრებია

ბულგარეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში ტყის ხანძრებია

ბულგარეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს, რასაც მაღალი ტემპერატურაც ემატება. ქვეყანაში  განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული.

ცეცხლმა ბულგარეთის სამხრეთსა და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში უზარმაზარი ტერიტორია მოიცვა.

პრემიერ-მინისტრი დიმიტარ გლავჩევი  ხანძრით დაზარალებულ არეალში ჩავიდა და ადგილობრივებს შეხვდა. იგი მოქალაქეებს სიფრთხილისკენ  მოუწოდებს და ამბობს, რომ ამჟამად ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

სახელმწიფო მზად არის საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს დამატებითი მხარდაჭერა აღდგენისა და დახმარების უწყებათაშორისი კომისიის მეშვეობით. ქვეყანას მხარდაჭერას ჰპირდებიან ჩეხეთიდან და რუმინეთიდანაც.

ტყის ხანძრებია ჩრდილოეთ მაკედონიაშიც, სადაც ხანძრის 10 კერაა. ცეცხლი ყველაზე მეტად გავრცელებულია სერტას მთაზე შტიპისა და ნეგოტინოს რეგიონებში. ამჟამად იწვის 700 – 800 ჰექტრამდე ტყის მასივი.

ჯერჯერობით ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება.  ჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობამ  ევროკავშირს სამოქალაქო დაცვის მექანიზმის გააქტიურება სთხოვა.

თურქეთიდან, მონტენეგროდან, სერბეთიდან და სლოვენიიდან ადგილზე  უკვე ჩავიდა შესაბამისი ტექნიკა, მათ შორის სახანძრო ვერტმფრენები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend