ახალი გამოკითხვის მიხედვით, დონალდ ტრამპის მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტზე თავდასხმის შემდეგ არ გაზრდილა.
გამოკითხვის მიხედვით, რომელიც Morning Consult-მა ჩაატარა ტრამპი ბაიდენს მხოლოდ ერთი პროცენტით უსწრებს. 2045 რეგისტრირებული ამომრჩევლის ხმები ამგვარად გადანაწილდა: 46 % ტრამპს, ხოლო 45% ბაიდენს.
ბოლო გამოკითხვიდან, რომელიც 12-14 ივლის ჩატარდა ტრამპის მხარდაჭერა 2%-ითაა შემცირებული. თავდასხმამდე ერთი კვირით ადრე, გამოკითხვებმა გამოავლინა, რომ ტრამპი ლიდერობდა ექვს მთავარ შტატში: არიზონაში, ჯორჯიაში, მიჩიგანში, ნევადაში, პენსილვანიასა და უისკონსინში.