მთავარიამერიკააშშტრამპმა ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატად ჯეი დი ვენსი დაასახელა

ტრამპმა ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატად ჯეი დი ვენსი დაასახელა

დონალდ ტრამპი ნოემბერში დაგეგმილ არჩევნებში ოფიციალურად დასახელდა რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად.

შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ ხანგრძლივი მსჯელობისა და ფიქრის შემდეგ მან გადაწყვიტა, ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატად ჯეი დი ვენსი დაესახელებინა.

ვენსი პოპულარული ფიგურაა დონალდ ტრამპის მხარდამჭერებს შორის, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, შეუძლია თუ არა მას, დამატებით ამორჩევლების მოზიდვა.

ხუთშაბათს რესპუბლიკური პარტია დონალდ ტრამპს  ფორმალურად შესთავაზებს, გახდეს პრეზიდენტობის კანდიდატი.

შედეგად იგი 5 ნოემბერს არჩევნებში ჯო ბაიდენს დაუპირისპირდება.  ვენსი, რომელიც 2016 წელს დონალდ ტრამპს მკაცრად აკრიტიკებდა, ახლა მისი ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე დამცველია. იგი ეთანხმება ყოფილ პრეზიდენტს, რომლის მტკიცებით,  2020 წლის არჩევნები ფართომასშტაბიანი გაყალბებებით ჩატარდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend