ნაღმების განეიტრალების ცენტრის ინფორმაციით, უკრაინაში ფრონტის ხაზის ყველაზე აქტიურ მონაკვეთებში განაღმვით სამუშაოებს 12 წელი დასჭირდება.
დანიის ლტოლვილთა საბჭოს ზედამხედველობითმა ორგანიზაციამ 2016 წლიდან ქვეყნის ყველაზე მეტად დანაღმული რეგიონების – ხარკივის, დონეცკისა და ხერსონის 70% გაწმინდა. ორგანიზაციის წარმომადგენლებს რისკის ქვეშ უწევდათ მუშაობა.
განაღმვითი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პავლო სიჩკარჩუკი ამბობს, რომ ეს სახიფათო საქმეა, რადგან ადგილი, სადაც მუშაობენ, დასახლებულ სოფელ ჟერევასთანაა. მისი თქმით, დანაღმულია ტყეებთან და სასოფლო-სამეურნეო მინდვრებთან მისასვლელი გზა.
ნაღმების განეიტრალების ცენტრმა უკრაინის ტერიტორიის განაღმვა 2015 წლიდან, რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის დაკავებიდან ერთი წლის თავზე დაიწყო. მას შემდეგ ორგანიზაციის დახმარებითა და შესაბამისი აღჭურვილობით 95 ჰექტარი მიწის ფართობი გაიწმინდა და დაახლოებით 400 ასაფეთქებელი მოწყობილობა განეიტრალდა.