მთავარისპორტისაქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წევრებმა მოახლოებულ ოლიმპიურ თამაშებზე ისაუბრეს

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წევრებმა მოახლოებულ ოლიმპიურ თამაშებზე ისაუბრეს

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში დღეს, 15 ივლისს, გაიმართა აღმასკომის სხდომა, სადაც კომიტეტის წევრებმა ზაფხულის 33-ე ოლიმპიური თამაშებისთვის ქართველ სპორტსმენთა მზადების დასკვნითი ეტაპისა და პარიზში გამგზავრებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებათა შესახებ ისაუბრეს.

ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ასევე დაასახელა საქართველოს დელეგაციის მედროშეები. ესენი არიან: ნინო სალუქვაძე, რომელიც მეათედ მიიღებს მონაწილეობას ოლიმპიურ თამაშებზე და მსოფლიოს ნომერ პირველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე.

პარიზის ოლიმპიური თამაშები 26 ივლისს დაიწყება და 11 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 28 ლიცენზირებული სპორტსმენი ეყოლება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend