მთავარიმსოფლიოიმუნიზაციის შეფერხების შედეგად, მსოფლიოში 2.7 მლნ ბავშვი ვაქცინაციის გარეშე დარჩა

იმუნიზაციის შეფერხების შედეგად, მსოფლიოში 2.7 მლნ ბავშვი ვაქცინაციის გარეშე დარჩა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და UNICEF-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2023 წელს შეჩერებული იმუნიზაციის შედეგად, 2.7 მილიონი ბავშვი ვაქცინაციის გარეშე დარჩა.

უახლესი კვლევების მიხედვით, იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებსაც დიფთერიის, ტეტანუსისა და ყივანახველის აცრები არ გაუკეთებიათ, 2022-იდან 2023-წლამდე 600 000-ით გაიზარდა. ეს მონაცემები 2022 წლიდან არ შეცვლილა და 2019 წლის მონაცემებთან შედარებით გაუარესებულია.

UNICEF-ის აღმასრულებელმა დირექტორის კეტრინ რასელის თქმით, უახლესი ტენდენციები აჩვენებს, რომ მსოფლიო მასშტაბით ძალიან ბევრი ბავშვი ვაქცინაციის გარეშე რჩება. იმუნიზაციის პროცესის გაგრძელება კი, ქვეყნების მთავრობებისა და პოლიტიკური ლიდერებისგან მნიშვნელოვან ძალისხმევას მოითხოვს.

არავაქცინირებული ბავშვების ნახევარზე მეტი კონფლიქტის ზონასა და დაუცველ გარემოში ცხოვრობენ, ან ისეთ ქვეყნებში, სადაც საკვებსა და ჯანდაცვის სერვისებთან წვდომა გართულებულია. მაშინ, როდესაც ეს ვაქცინა ბავშვების ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, მსოფლიოში 6.5 მილიონ მათგანს ვაქცინაციის პროცესი სრულად არ გაუვლია.

იმუნიზაციის შეფერხება მსოფლიო მასშტაბით წითელას ეპიდემიის მიზეზადაც ითვლება. 2023 წელს მსოფლიოში ბავშვების მხოლოდ 83%-მა მიიღო წითელას ვაქცინის პირველი დოზა, ხოლო 74%-მა მეორე. ეს მონაცემები კი, საგანგაშოდ ითვლება, რადგან ეპიდემიების თავიდან ასაცილებლად, მსოფლიო მოსახლეობის 95%-ს უნდა ჰქონდეს გაკეთებული წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, წითელას ეპიდემიამ 103 ქვეყანა მოიცვა. ვირუსი კი, მსოფლიოს ჩვილ ბავშვთა დაახლოებით სამი მეოთხედს ჰქონდა. ხოლო 91 ქვეყანაში, სადაც წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია გეგმურად მიმდინარეობს, ეპიდემიების შემთხვევები არ ყოფილა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა თქვა, რომ წითელას ვაქცინა იაფია და მისი მიწოდება შესაძლებელია ყველაზე რთულ ადგილებშიც კი. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მზად არიან იმუშაონ პარტნიორებთან, რათა ეფექტურად დაიცვან რისკის ქვეშ მყოფი ბავშვები.

პაპილომა ვირუსის ვაქცინა უზრუნველყოფს საშვილოსნოს ყელის კიბოსგან დაცვას. ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის სტატისტიკა 2022 წლიდან 2023-ამდე 7%-ით გაიზარდა და 27% შეადგინა. ისეთ ქვეყნებში, რომლებიც ვაქცინის ალიანსთან, GAVI, თანამშრომლობენ იმუნიზაციის პროცესში დადებითი ტენდენციები გვხვდება. ვაქცინის ალიანსის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, პაპილომა ვირუსის ვაქცინები უკვე ხელმისაწვდომია აფრიკის ქვეყნებშიც და შესაბამისად, მეტ ქალს აქვს მასთან წვდომა.

მსოფლიო იმუნიზაციის პროგრამის გეგმა გულისხმობს მსოფლიოს ბავშვების 90%-ის ვაქცინაციას 2030 წლამდე.

იმუნიზაციის პროგრამის საბჭოს რეკომენდაციით, მნიშვნელოვანია გეგმური ვაქცინაცია და ამ პროცესში ქვეყნების ხელისუფლებების ჩართულობა, რადგან მნიშვნელოვანია იმუნიზაციის პროცესმა მიაღწიოს ყველასთან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend