ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან მხოლოდ ექვსმა წარადგინა კლიმატის ეროვნული გეგმა.
ქვეყნებს, რომლებიც არ დააკმაყოფილებენ მოთხოვნას და არ შეამცირებენ ემისიებს, შესაძლოა ფინანსური ჯარიმები დაეკისროთ.
ESR არის – ევროკავშირის კლიმატისა და ენერგიის პაკეტის ნაწილი, რომელიც ადგენს სათბურის სავალდებულო ეროვნულ მიზნებს 27 წევრი სახელმწიფოსთვის. ის მოითხოვს, რომ მათ 2030 წლისთვის, 2005 წელთან შედარებით, 40%-ით ერთობლივად შეამცირონ ემისიები.
ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიაღწიონ კლიმატის მიზნებს ხუთი ძირითადი სექტორისთვის, ესენია: საგზაო ტრანსპორტი, შენობები, მცირე მრეწველობა, ნარჩენები და სოფლის მეურნეობა. თითოეული მიზანი მორგებულია ქვეყნის მშპ-ზე დაყრდნობით, უფრო მდიდარ ერებს აქვთ შედარებით მკაცრი მოთხოვნები.
ევროკავშირის ამჟამინდელი გეგმის მიხედვით, ემისიები მხოლოდ 35,5 პროცენტით შემცირდება 2030 წლისთვის. ზოგიერთი ქვეყანა, სხვებთან შედარებით, უფრო ცუდად მუშაობს.
ორგანიზაცია „ტრანსპორტისა და გარემოს“ (T&E) ანგარიშის თანახმად, ორი ყველაზე ცუდი შედეგის მქონე ქვეყანაა გერმანია და იტალია. ვარაუდობენ, რომ გერმანია 10 პროცენტით ჩამორჩება კლიმატის მიზნების შესრულების თვალსაზრისით, იტალია კი – 7,7 პროცენტით.
ESR-ის მიხედვით, ქვეყნებს, რომლებიც არ ასრულებენ კლიმატის ეროვნულ მიზნებს, შეუძლიათ შეიძინონ ნახშირბადის კრედიტები იმ ქვეყნებისგან, რომლებიც აკმაყოფილებენ მათ. ამ კრედიტების ფასს წყვეტს გარიგების შემსრულებელი ორი ქვეყანა. ექსპერტები ამბობენ, რომ თითოეული მათგანის შეძენა საშუალოდ 129 ევროდაა შესაძლებელი.
სავარაუდოდ, ჭარბი კრედიტების ყველაზე დიდ რაოდენობას დააგროვებენ ესპანეთი, საბერძნეთი და პოლონეთი. მოსალოდნელია, რომ ესპანეთს 7 პროცენტით ექნება გადაჭარბება და შესაძლოა 10 მილიარდი ევრო მიიღოს ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან.
T&E-ის თანახმად, ჯარიმები, რომლებიც, შესაძლოა, ამ ქვეყნებს დაეკისროთ, საკმაოდ მაღალია.
ჯერ კიდევ არის დრო, რომ გამოსწორდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკა 2030 წლის მიზნების მისაღწევად.
ქვეყნებს ენერგეტიკისა და კლიმატის ახალი ეროვნული გეგმები (NECP) 30 ივნისს უნდა წარედგინათ. ჯერჯერობით, კლიმატის ცვლილებასთან გასამკლავებლად გეგმა მხოლოდ 6 ქვეყანას შემუშავებული. მათგან კი მხოლოდ 4-მა, ნიდერლანდებმა, დანიამ, ფინეთმა და შვედეთმა, დააკმაყოფილა შესაბამისი მოთხოვნები.