პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კიდევ ერთხელ გამოთქვამს სურვილს,რომ ხელახლა იყაროს კენჭი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში. მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატი და სხვა კანონმდებლები მოუწოდებენ მას, კანდიდატურა მოხსნას.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შიშები უკუაგდოს, რათა დაინახონ,რომ მას ნამდვილად შესწევს ძალა, მას სურს, რომ შეხედოს მათ, ვინ ამბობს, რომ ბაიდენს არ შეუძლია სიტყვით გამოსვლა წინასწარ დაწერილი ტექსტის გარეშე. იგი დასძენს, რომ რასაც აკეთებს და რასაც აქამდე აკეთებდა, მაგალითად, რომ ჩაატარა 20 მასშტაბური ღონისძიება უისკონსინიდან ჩრდილოეთ კაროლინამდე, იმის დასტურია, რომ დადის იმ ადგილებში, სადაც ფიქრობს, რომ გაიმარჯვებს.
შეკითხვებზე გაივლიდა თუ არა კოგნიტიურ ტესტებს ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი ამჟამინდელი სტატუსი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობა, ადასტურებს მის გონებრივ სიფხიზლეს. იგი ასევე დასძენს, რომ მან ნევროლოგიური გამოკვლევები ჩაიტარა, რომელთაგან უკანასკნელი გასულ თებერვალში ჩატარდა.
პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას სურს, თეთრ სახლში დაწყებული საქმე დაასრულოს.
ჯო ბაიდენი დასძენს, რომ ერთადერთი, რაშიც ასაკის მატება ხელს უწყობს, დაბრძენებაა. მისი განცხადებით, თუკი ნევროლოგი ეტყვის, რომ კიდევ ერთი კვლევა სჭირდება ასეც მოიქცევა. მისი თქმით, აქამდე არაფერი დაუმალავს და რომ მის გარშემო არიან კარგი ექიმები. თუკი ისინი იფიქრებენ, რომ რამე პრობლემაა ან გადაწყვეტენ, რომ საჭიროა რამე ტესტის ან კვლევის ჩატარება იგი ამ ყველაფერს გააკეთებს.