მთავარიევროპაგერმანიაგერმანია 2026 წლისთვის აკრძალავს კავშირგაბმულობის სექტორში ჩინური წარმოების კომპონენტების გამოყენებას

გერმანია 2026 წლისთვის აკრძალავს კავშირგაბმულობის სექტორში ჩინური წარმოების კომპონენტების გამოყენებას

გერმანიაში აცხადებენ, რომ 2026 წლიდან რამდენიმე ჩინურ კომპანიას აეკრძალება 5G-ი ქსელისთვის კრიტიკულად  მნიშვნელოვანი კომპონენტების გამოყენება.

გერმანია ევროპის უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, რომელიც დიდი ხანია განიხილავს, რა როლი შეიძლება ჰქონდეს  ჩინური წარმოების კომპონენტებს მომავალი თაობის მობილურ ქსელებში.

შინაგან საქმეთა მინისტრი ნენსი ფეზერი აცხადებს, რომ ჩინური კომპონენტები 2026 წლიდან აიკრძალება. ჩინური კომპანიების მიერ მოწოდებულ კომპონენტებს კი 2029 წელს ჩაანაცვლებენ.

გადაწყვეტილება გერმანიის უმსხვილეს მობილურ ოპერატორებთან მოლაპარაკებების შემდეგ მიიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ კომპანიებთან შეთანხმება უახლოეს მომავალში გაფორმდება.

ამით ჩვენ დავიცავთ გერმანიის „ცენტრალურ ნერვულ სისტემას“. ეს ქვეყანა  ბიზნესის წარმოების ადგილია. ამ ნაბიჯით ჩვენ ვიცავთ ჩვენი მოქალაქეების, კომპანიებისა და ქვეყნის კავშირგაბმულობას. ჩვენ უნდა შევამციროთ რისკები და, როგორც უწინ, ახლაც თავიდან  უნდა ავიცილოთ ერთ სუბიექტსა და თუ კონკრეტულ მხარეზე დამოკიდებულება.

გასული წლების განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა დაარწმუნა ევროპელი მოკავშირეები, მათ შორის დიდი ბრიტანეთი და შვედეთი, თავიანთ სატელეფონო ქსელებში აღარ ჩაემონტაჟებინათ კომპანია „ჰუავეის“ მოწყობილობა, რომელსაც შესაძლოა, რომ ჩინეთი კიბერჯაშუშობისთვის ან კრიტიკული საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ჩამოსაშლელად იყენებდეს. მსგავსი ზომები მიიღეს იაპონიაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და კანადაში.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი კი ამტკიცებს, რომ  „ჰუავეი“ და სხვა ჩინური კომპანიები ევროპაში მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურას აწყობენ და ქმნიან უამრავ სამუშაო ადგილას. მან ასევე აღნიშნა, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ეს კომპონენტები ევროპული ქვეყნების ეროვნულ უსაფრთხოებას აზიანებს.

„ეკონომიკური, სავაჭრო და სამეცნიერო-ტექნიკური საკითხების პოლიტიზება მხოლოდ ძირს უთხრის ნორმალურ ურთიერთთანამშრომლობას და არ შედის არც ერთი მხარის ინტერესებში“, – მიიჩნევს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი.

დასავლეთის ქვეყნებსა და ჩინეთს შორის უთანხმოება მას შემდეგ გაიზარდა, რაც რუსეთმა 2022 წლის დასაწყისში უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend