მთავარისაქართველოსაპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატად გიორგი გაბიტაშვილი შეარჩია

საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატად გიორგი გაბიტაშვილი შეარჩია

საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატად გენერალური პროკურორის მოქმედი მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი შეარჩია. პარლამენტს სწორედ მისი კანდიდატურა წარედგინება.

საპროკურორო საბჭომ პროკურატურის შესახებ ორგანული კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, გენერალური პროკურორობის სამი კანდიდატი ვიქტორ ახალბედაშვილი, დარეჯან ბუცხრიკიძე და გიორგი გაბიტაშვილი შეარჩია.

გაბიტაშვილს საპროკურორო საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა მხარი, ახალბედაშვილმა და ბუცხრიკიძემ კი ვერც ერთი ხმა ვერ მოიპოვეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend