ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების ნაწილს მიუვიდა უცხო სატელეფონო ნომრებიდან მოკლე ტექსტური შეტყობინება, საფოსტო გზავნილის საწყობში მიღებასთან დაკავშირებით.
მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში ადრესატებს ინფორმაციის დადასტურებისთვის მოცემულ ბმულზე გადასვლას სთხოვდნენ. კიბერუსაფრთხოების ექსპერტები საზოგადოებას მოუწოდებენ, არ გახსნან მსგავსი საეჭვო ბმულები.