მთავარიევროპასაფრანგეთისაფრანგეთში მემარცხენეები, მწვანეებთან და სოციალისტებთან ერთად კოალიციას ქმნიან

საფრანგეთში მემარცხენეები, მწვანეებთან და სოციალისტებთან ერთად კოალიციას ქმნიან

საფრანგეთის ყოფილმა სოციალისტმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა  მემარცხენეთა კოალიციიდან არჩეულ ფრანგ დეპუტატებთან ერთად მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით ეროვნულ ასამბლეაში მოლაპარაკებები გამართა.

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მემარცხენეთა კოალიციამ ყველაზე მეტი ხმა მოაგროვა, თუმცა აბსოლუტური უმრავლესობისთვის ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.

ეროვნულ ასამბლეას „მწვანეთა“ რიგებიდან შეუერთდა პარტია ,,დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ დამფუძნებელი, ჟან-ლუკ მელანშონი.

„ფრანგ ხალხს ცვლილება სურს. ეს მათ ზედიზედ სამჯერ გამოხატეს. ჯერ ევროპის არჩევნებზე, შემდეგ კი პირველ და მეორე ტურში. ამიტომ ჩვენ უნდა მოვუსმინოთ მათ გზავნილებს, რათა შევქმნათ  რესპუბლიკური ფრონტი ემანუელ მაკრონის საწინააღმდეგოდ, რომელიც თავად ორჯერ იქნა არჩეული ამ რესპუბლიკური ფრონტის წყალობით“ – განაცხადა  სოციალისტური პარტიის ლიდერმა ოლივიე ფორემ.

„პირველ რიგში ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ იმ ფრანგებს, რომლებმაც ამ არჩევნებზე თავიანთი სათქმელი გადმოგვცეს. მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ სამუშაო, მაინც უკმაყოფილოები არიან პირობებით. მათ მოითხოვეს მსყიდველობითი უნარის გაზრდა, უსახსრობის მოსაგვარებლად საჯარო სერვისების კარგად ფუნქციონირება. ამომრჩევლები საცხოვრებელ პირობებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში სიმშვიდეს ითხოვენ.  ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ყველა ამ საკითხს, თუ გვსურს შევინარჩუნოთ რესპუბლიკური ფრონტი და ეროვნული სულისკვეთება“ – განაცხადა  სოციალისტური პარტიის დეპუტატმა ბორის ვალომ.

მიუხედავად იმისა, რომ დაშლილი პარლამენტი ევროპაში იშვიათი შემთხვევა არაა, მსგავსი ვითარება საფრანგეთის თანამედროვე ისტორიაში უპრეცედენტოა.

მემარცხენე კოალიციის „ახალი სახალხო ფრონტის“ ლიდერებს, რომლებმაც ყველაზე მეტი მანდატი მოიპოვეს, სურთ ახალი მთავრობის შექმნა.

კოალიციის მთავარმა პარტიებმა – მემარცხენეებმა, სოციალისტებმა და მწვანეებმა – დაიწყეს მოლაპარაკებები პრემიერმინისტრობის კანდიდატის მოსაძებნად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend