მთავარიაზიაღაზაღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები ამ კვირაში უნდა განახლდეს

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები ამ კვირაში უნდა განახლდეს

ღაზაში ისრაელის სამხედრო მოქმედებების გამო შესაძლოა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დაწყებული მოლაპარაკებები შეფერხდეს, ამის შესახებ განცხადება ,,ჰამასმა“ გაავრცელა.

მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, ამ კვირაში უნდა განახლდეს. ისრაელელი სამხედროების თქმით, ღაზაში „ჰამასისა“ და ისლამური „ჯიჰადის“ მებრძოლები გადავიდნენ. ათასობით პალესტინელი იძულებული გახდა,  შაბათ-კვირას დაეტოვებინა ქალაქი,  რადგან ისრაელის არმიამ განაახლა თავდასხმა ,,ჰამასისა“ და ისლამური ჯიჰადის მებრძოლების წინააღმდეგ.

ისრაელი და „ჰამასი“ თითქოს უახლოვდებოდნენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. თუმცა საბოლოო მისი მიღწევა ვერცერთმა მხარემ ვერ მოახერხა.

,,ჰამასი“ აფრთხილებს ისრაელის ხელისუფლებას, რომ განახლებულ სამხედრო მოქმედებებს “დამანგრეველი შედეგები” მოჰყვება. ისინი ღაზაში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ისრაელის პრემიერს ბენიამინ ნეთანიაჰუს აკისრებენ.

გაეროს განცხადებით, ისრაელმა ღაზაში ევაკუაცია გამოაცხადა 60-ზე მეტ სკოლაში, სადაც  დევნილი პალესტინელები აფარებდნენ თავს, ასევე ორ საავადმყოფოში, რომელიც ნაწილობრივ ფუნქციონირებს, ექვს სამედიცინო პუნქტსა და პირველადი ჯანდაცვის ორ ცენტრში.

საავტორო უფლება – AP

ღაზაში ომის დასასრულებლად ისრაელის მიერ წამოყენებული პირობები კი უცვლელია, მათი მიზანია „ჰამასის“ სამხედრო და მმართველობითი შესაძლებლობების განადგურება, ყველა მძევლის გათავისუფლება და იმის უზრუნველყოფა, რომ ღაზა აღარ  წარმოადგენდეს საფრთხეს ისრაელისთვის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend