საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ქვეყანაში აფლატოქსინით დაბინძურებული ცხოველის საკვების გამოყენება აიკრძალა.
აფლატოქსინი ობის სოკოებიდან წარმოიქმნება და ვითარდება მცენარეული ნედლეულის მომწიფებისას, მოსავლის აღების, არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების, საკვების არასწორი შენახვისა და ტრანსპორტირების დროს. რამდენად საშიშია აფლატოქსინი ადამიანის ჯანმრთელობისთვის და რას შეცვლის ეს სიახლე – ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, დავით გოდერძიშვილმა ისაუბრა.