საფრანგეთის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვთ იტალიის მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს.
იტალიის მთავარი ოპოზიციური პარტია იმ რამდენიმე პოლიტიკურ ძალას შორისაა, რომლებიც კმაყოფილი არიან საფრანგეთში ჩატარებული არჩევნების შედეგებით.
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მოულოდნელი შედეგით დასრულდა, რომლითაც უკმაყოფილო ამჯერად მარინ ლე პენია. მისი ოპტიმიზმი ერთი კვირის თავზე კრიტიკულმა განცხადებებმა და იმედგაცრუებამ ჩაანაცვლა.https://t.co/AUPSswZdgM
— Euronews Georgia (@EuronewsGeorgia) July 8, 2024
მემარჯვენე ფრონტზე, ლიგის პარტიის ლიდერმა, მატეო სალვინიმ, განაცხადა, რომ მაკრონი სათანადოდ არ არის მობილიზებული, რადგან მას სოლიდური უმრავლესობა აკლია.
იტალიის პრემიერ-მინისტრს ჯორჯია მელონის კომენტარი არ გაუკეთებია. ის ვაშინგტონში გაემგზავრა ნატოს სამიტზე დასასწრებად.
საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ევროკავშირის პროგრამის ხელმძღვანელის, ნიკოლეტა პიროზის თქმით, არჩევნების შედეგებით მელონიც კმაყოფილი უნდა იყოს.
,,ლე პენის დამარცხება სულაც არ არის ცუდი მელონისთვის. ლე პენს რომ გაემარჯვა, მელონი მეორე ადგილზე გავიდოდა ევროპის მემარჯვენე პოლიტიკურ ძალებს შორის. როდესაც ,,ეროვნული გაერთიანება“ და ლიგის პარტია შეუერთდებიან ორბანის პატრიოტების ჯგუფს, მელონის ექნება შესაძლებლობა, წარმოადგინოს მარჯვენა ბლოკის უფრო კოოპერატიულ მხარე, რომელსაც შეეძლება ახალი გარიგების დადება, ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით“, – განაცხადა ევროკავშირის პროგრამის IAI-ის ხელმძღვანელმა ნიკოლეტა პიროზიმ.
სანამ საფრანგეთის მემარცხენე კოალიცია იბრძვის კომპრომისის მოსაძებნად, ემანუელ მაკრონის პოლიტიკური კრიზისი შესაძლოა ევროპის ქვეყნებზეც აისახოს.