აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დემოკრატი კონგრესმენებისთვის გაგზავნილ წერილში ამტკიცებს, რომ ის არის საუკეთესო კანდიდატი, რომელსაც შეუძლია დონალდ ტრამპის დამარცხება.
აშშ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავისი პარტიის წევრებს განუცხადა, რომ არ აპირებს წლევანდელი არჩევნებიდან ვადამდე ადრე გასვლას იმ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომელიც მას, როგორც პარტიის ლიდერს, აკისრია.
ბაიდენმა დემოკრატებს შეახსენა, რომ მისი კანდიდატურა დემოკრატი ამომრჩევლების მიერ არის წარდგენილი.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ხშირად მოუწოდებენ, არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, ის არსად წასვლას არ აპირებს.
დემოკრატიულ პარტიაში კი ჯერ კიდევ განიხილავენ ბაიდენის კანდიდატობის საკითხს..
ხუთმა დემოკრატმა კანონმდებელმა განაცხადა, რომ ბაიდენმა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს.
ჯო ბაიდენის მიმართ კრიტიკული განცხადებები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც თავის პოტენციურ კონკურენტთან დონალდ ტრამპთან დებატები გამართა. დემოკრატების ნაწილი ფიქრობს, რომ 81 წლის პრეზიდენტს სწრაფი რეაგირება უჭირს და მომდევნო 4 წლის განმავლობაში, თუ ის ამერიკის პრეზიდენტად იქნება არჩეული, გაუჭირდება პოლიტიკური პროცესების მართვა.
რამდენიმე ამერიკული გაზეთი, მათ შორის Wall Street Journal და New York Times, წერს, რომ არსებობს მტკიცებულება, რომ პრეზიდენტს აქვს მენტალური პრობლემები, მაგრამ ძნელია იმის დადგენა, თუ რა გავლენას აქვს მის ასაკს ეფექტური მმართველობის უნარზე.
თავად ბაიდენმა ABC საინფორმაციო არხთან ინტერვიუს დროს უარი თქვა კოგნიტიურ ტესტზე. ის დაჟინებით ამტკიცებდა, რომ მისი ყოველდღიური საქმიანობა იმის მტკიცებულებაა, რომ მას შეუძლია ქვეყნის მართვა.
ვინაიდან ბაიდენი თავისი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იგი მისი ნების გარეშე გადააყენონ.
მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დემოკრატმა დაკარგა რწმენა პრეზიდენტისადმი, ისინი მაინც უმცირესობას წარმოადგენენ არ სურთ ხმამაღლა გამოთქვან პრეტენზიები.
ბაიდენის ჩანაცვლების შესაძლებლობა შემცირდება, 19 აგვისტოს ჩიკაგოში დემოკრატიული ეროვნული კონვენციის ამოქმედებით.
ბაიდენი, რომელიც ამ კვირაში ნატოს 75-ე საიუბილეო სამიტს მასპინძლობს ვაშინგტონში, გაძლიერებული ყურადღების ქვეშაა, რათა არ დაუშვას შეცდომები და არ გამოავლინოს ფსიქიკური სისუსტის აშკარა ნიშნები.
ამის შემდეგ ბაიდენს არჩევნების დღემდე ოთხი თვე აქვს, რათა თავიდან აიცილოს სერიოზული გადაცდომები, რომლებიც გაამყარებდა იმ ეჭვს, რომ მას, ასაკიდან გამომდინარე, აღარ შეუძლია უმაღლესი თანამდებობის დაკავება.