ისრაელმა ქალაქ ღაზიდან მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ ბრძანება გასცა. ამ ადგილს ჯერ კიდევ ომის დაწყებისას გაეცალა ათასობით პალესტინელი.
გასულ უქმეებზე კი დანგრეულ ქალაქში დარჩენილმა მოსახლეობამაც დატოვა არეალი. ზოგი ხანში შესულებს ეტლით მიაგორებდა, ზოგსაც კი ბავშვები მხრებით მიჰყავდა.
9 months into the war in #Gaza, families continue to face forced displacement, massive destruction and constant fear.
Essential supplies are lacking, the heat is unbearable, diseases are spreading.
The situation in the #GazaStrip becomes more tragic day after day. #CeasefireNow pic.twitter.com/EuFo4nL1DI
— UNRWA (@UNRWA) July 7, 2024
ევაკუაციის ბრძანება შესაძლოა ისრაელელ სამხედროთა აქტივობის გაზრდის წინაპირობა იყოს. ბოლო დროს ისინი ძირითადად ქალაქის აღმოსავლეთ და სამხრეთის ნაწილებს ბომბავენ.
გასულ უქმეებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ჰამასი“ თანახმაა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში აღარ მოითხოვოს ისრაელისგან ომის სრულად დასრულება. ახლო აღმოსავლეთისა და შეერთებული შტატების რამდენიმე ოფიციალური პირი მიიჩნევს, რომ პოზიციის შერბილება ღაზაზე მიყენებული ზიანის შედეგია.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღაზაში ისრაელის ავია და სახმელეთო იერიშებს 38 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. სამხედრო აქტივობებმა უდიდესი ნგრევა, ზიანი და ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია, რის შედეგადაც ასიათასობით ადამიანი შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდა.