HR პროფესიონალთა ასოციაცია ევროპის HR ასოციაციის (EAPM) წევრი გახდა. ეს ორგანიზაცია 1962 წელს დაფუძნდა და ევროპის 35 ქვეყნის HR ასოციაციასა და პროფესიულ ინსტიტუტს აერთიანებს, რომლის მიზანი HR სფეროს განვითარებაა.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში HR პროფესიონალთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ღაჭავამ ისაუბრა.