მთავარისაქართველოდაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა კვირეული დასრულდა

დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა კვირეული დასრულდა

„სიკვდილზე გამარჯვებულები” – ხშირად ასე უწოდებენ იმ მებრძოლებს, რომლებმაც საკუთარი ჯანმრთელობა სამშობლოს სამსახურს შესწირეს…

30 ივნისს დაჭრილ-დაშავებულთა დღის აღნიშვნის შემდეგ ერთკვირიანი ღონისძიებების ციკლი დაიწყო. 100-ამდე დაჭრილი მებრძოლი პარასპორტის სხვადასხვა სახეობაში ეჯიბრებოდა ერთმანეთს. როგორც თავად ამბობენ, ახლა ბრძოლის ველმა მათთვის სპორტულ სახეობებში გადმოინაცვლა, თუმცა ბევრი მათგანი ჯერ კიდევ სამშობლოს სამსახურშია. მოქმედმა და ყოფილმა მებრძოლებმა საბრძოლო იარები სხვადასხვა სამხედრო-შეიარაღებული კონფლიქტის დროს მიიღეს. კვირეულს მარო მაყაშვილის სახელობის წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრმა უმასპინძლა. ეს ცენტრი აშშ-ის არმიის ინჟინერთა კორპუსისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის მხარდაჭერით დააპროექტეს. ცენტრი აშშ-ის საგარეო სამხედრო დაფინანსებით აშენდა… ყოფილი მებრძოლები სპორტის სხვადასხვა სახეობაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. დაშავებულ სამხედროთა და ვეტერანთა მხარდაჭერის პროცესში აქტიურად მონაწილეობს „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი”, რომელიც დაფუძნებულია კომპანია „სილქნეტის” მიერ. „სილქნეტმა” თავიდანვე აიღო ვალდებულება, ფონდისთვის ყოველწლიურად გამოეყო თანხა. დაარსებიდან დღემდე „სილქნეტისა” და სხვა შემომწირველების მხრიდან 2.5 მილიონ ლარზე მეტი თანხა დაიხარჯა დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების ჯანმრთელობის აღდგენისა და მათი ოჯახების მხარდაჭერის მიზნით.

კვირეული ღია კარის დღით დასრულდა. სარეაბილიტაციო ცენტრში თავდაცვის ძალების სხვადასხვა ტიპის შეიარაღება გამოიფინა. დაშავებული მებრძოლები ოჯახის წევრებთან ერთად მოვიდნენ. ამ ცენტრში ისინი რეაბილიტაციას ოჯახებთან ერთადაც გადიან.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღეს 2021 წლიდან აღნიშნავს. ეს მებრძოლები მომავალ წლამდე სხვა სპორტულ და სოციალურ აქტივობაში მიიღებენ მონაწილეობას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend