მთავარიაზიაჩინეთიუნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ჩინეთში ჩავიდა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ჩინეთში ჩავიდა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ჩინეთში ჩავიდა. პეკინის სახელმწიფო რეზიდენციაში მან უკვე გამართა შეხვედრა ჩინეთის მეთაურ სი ძინპინთან.

ვიქტორ ორბანის თქმით, ჩინეთს აქვს კონსტრუქციული და მნიშვნელოვანი ინიციატივები მშვიდობის დასამყარებლად მსოფლიოსა და ასევე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გადაწყვეტაში.

სი ძინპინმა კი, მსოფლიო ძალებს მოუწოდა, დაეხმარონ რუსეთსა და უკრაინას პირდაპირი დიალოგისა და მოლაპარაკებების განახლებაში. რამდენიმე დღის წინ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა, მანამდე კი მას კიევში უკრაინის პრეზიდენტთან ჰქონდა შეხვედრა.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:07

„აფრიკული ლომი 2025“

spot_imgspot_img
Send this to a friend