20-დან 27 ივლისის ჩათვლით თბილისი პიანისტ პასკალ ნემიროვსკის მიერ დაფუძნებულ ცნობილ მუსიკალურ ფესტივალს International Piano Masters-ს უმასპინძლებს.
ახალგაზრდა შემსრულებლებისთვის ჩატარდება ერთკვირიანი მასტერკლასები და კონკურსი, რომლებსაც მსოფლიოში აღიარებული პროფესიონალები უხელმძღვანელებენ.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში პიანისტმა, International Piano Masters-ის გენერალურმა მენეჯერმა დავით ალადაშვილმა ისაუბრა.