მთავარიკუბიმემარცხენეების მოულოდნელი გამარჯვება საფრანგეთში — რეაქციები

მემარცხენეების მოულოდნელი გამარჯვება საფრანგეთში — რეაქციები

ეგზიტპოლის თანახმად, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილს მემარცხენეთა ალიანსი იკავებს. მაშინ, როდესაც არჩევნების პირველი რაუნდის მიხედვით, მოლოდინი იყო იმისა, რომ გამარჯვებას მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანება“ მოიპოვებდა.

საფრანგეთში არჩევნებს რეაქცია მოჰყვა სოციალურ ქსელში სხვა ქვეყნების პოლიტიკური ლიდერების მხრიდან:

პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი: „ პარიზში ენთუზიაზმი, მოსკოვში იმედგაცრუება, კიევში შვება. Ეს საკმარისია იმისთვის, რომ ბედნიერი იყო ვარშავაში“.

ესპანეთის პრემიერმინისტრი პედრო სანჩესი:

„ამ კვირაში ევროპის ორმა უდიდესმა ქვეყანამ აირჩია იგივე გზა, რაც ესპანეთმა ორი წლის წინ. ულტრამემარჯვენეების უარყოფა და ძლიერი ერთგულება სოციალისტ მემარცხენეების მიმართ, ვინც წყვეტს ადამიანების პრობლემებს სერიოზული და გამბედავი პოლიტიკით. დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უთხრა დიახ პროგრესსა და სოციალურ განვითარებას და უთხრა არა რეგრესს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მხრივ”.

ბრაზილიის პრეზიდენტი ლუი ინასიო ლულა:

„ეს შედეგი, ისევე როგორც ლეიბორისტული პარტიის გამარჯვება გაერთიანებულ სამეფოში, აძლიერებს დიალოგის მნიშვნელობას პროგრესულ სეგმენტებს შორის რათა დაცული იყოს დემოკრატია და სოციალური სამართლიანობა. ეს უნდა გახდეს შთაგონების წყარო სამხრეთ ამერიკის ქვეყნებისთვის“

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი:

“საფრანგეთმა ევროპა, დემოკრატია და საკუთარი ღირსება აირჩია! მაკრონმა საკუთარი ხალხის იმედით იმოქმედა და ხალხმაც არ ნახულ მობილიზაციით უპასუხა ამ დიდ გამოწვევას. გადამწყვეტ მომენტში ხალხის ხელში არის არჩევანი.”

არაერთგვაროვანია რეაქცია თვითონ საფრანგეთში. წინასწარ შედეგებს აპლოდისმენტებით შეხვდნენ პარიზის ქუჩებში მემარცხენეთა მხარდამჭერებმა, მაშინ როდესაც მემარჯვენეების თქმით, საფრანგეთი დაუბრუნდება არასტაბილურობას.

„ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა ჯორდან ბარდელმა განაცხადა, რომ არაბუნებრივმა და უნამო ალიანსმა ფრანგ ხალხს ეროვნული გაერთიანების გამარჯვება წაართვა.

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend