რუსეთის დუმის ქვედა პალატამ ხუთშაბათს მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც რუს სენატორებსა და დეპუტატებს უკრძალავს უცხოეთში ნებართვის გარეშე მოგზაურობას.
მოსკოვში გამართულ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, თავმჯდომარემ ვაჩესლავ ვოლოდინმა იმ პარლამენტარებს, ვინც კანონს ეწინააღმდეგება, საქმიანობის შეცვლისკენ მოუწოდა.
რუსეთის დუმას გადაწყვეტილებით, იმ დეპუტატებსა და სენატორებს, რომლებიც მოგზაურობის გეგმას არ წარადგენენ, მანდატები ჩამოერთმევათ.
კანონპროექტი არ ეხება სახელმწიფო მივლინებებს.