აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ დნიპროში დღისით მომხდარ თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 47 კი დაიჭრა.
რაკეტები და დრონები უკრაინის სიდიდით მეოთხე ქალაქის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრს მოხვდა, რის შედეგადაც მთელ შენობაში ჩაიმსხვრა მინები. ადგილობრივ მერიაში აცხადებენ, რომ ასევე დაზიანდა ახლომდებარე ორი სკოლა და ბავშვთა საავადმყოფო.
დნიპრო ომის მიმდინარეობისას ერთ-ერთ საკვანძო ლოგისტიკურ ცენტრად იქცა. ინტერვენციის დაწყების შემდეგ რუსულმა ძალებმა რამდენიმე ძლიერი შეტევა მიიტანეს ქალაქსა და მის შემოგარენზე.

რუსულმა არმიამ ასევე დაბომბა ხერსონის რეგიონის საცხოვრებელი რაიონები. დაიღუპა ერთი და დაიჭრა 15 მოქალაქე.
გავრცელებული ცნობებით, საცხოვრებელ რაიონზე დრონით თავდასხმის დროს 54 წლის ქალი დაშავდა.
გაეროს ინფორმაციით, უკრაინაში დაწყებულ ომს 10 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 20 000-ზე მეტი კი დაიჭრა.