პარიზის პოლიცია მოახლოებული ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება. გარკვეული საპოლიციო დანაყოფები ახლაც გადიან წვრთნებს მდინარე სენაზე, სადაც გახსნის ცერემონია გაიმართება. ბოლო ინფორმაციით, საფრანგეთის დედაქალაქში ჩასული სპორტსმენებისა და სტუმრების უსაფრთხოებას ყოველდღიურად 30 000 პოლიციელი დაიცავს. გახნის ცერემონიაზე კი წესრიგს 45 000-ზე მეტი სამართალდამცველი უზრუნველყოფს. პოლიციას ასევე დაეხმარება ქვეყნის შეირაღებული ძალების 18 000-ზე მეტი წარმომადგენელი.
საფრანგეთის პოლიცია მიმდინარე თვის ოლიმპიური თამაშების მოახლოების ფონზე მდინარეზე წვრთნებს გადიოდა. დაახლოებით 10 000 სპორტსმენი 90-ზე მეტი ნავით მდინარე სენის 6-კილომეტრიან მონაკვეთს გაივლის. ღონისძიებისთვის პოლიციის მასშტაბური ოპერაციაა დაგეგმილი.
პარიზის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი სოფი მალჰერბი გართულებას არ ელის. პარიზის 2024 ოლიმპიურ თამაშებზე უსაფრთხოებას პოლიცია უზრუნველყოფს. მალჰერბის თქმით, ისინი ახლაც გადიან წვრთნებს, რომლებიც მხოლოდ ოლიმპიურ თამაშებს არ ეხება. ეს გრძელვადიანი პროცესია. ყოველ დილით დანაყოფი ვარჯიშობს პილოტირებაში, ყვინთვასა თუ ცურვაში. ეს ყველაფერი კი იმისათვის კეთდება, რომ საუკეთესოდ მომზადებულები შეხვდნენ გახსნის ცერემონიას, რომელიც მდინარე სენაზე გაიმართება.
პარიზის პოლიციის უფროსის თქმით, ყოველდღიურად 30 000 პოლიციელი იქნება მობილიზებული. მათ შორის, იქნებიან შეიარაღებული დანაყოფებიც. 45 000 სამართალდამცველი განლაგდება სენაზე გახსნის ცერემონიისთვის. პოლიციას დაეხმარება 18 000 სამხედრო მოსამსახურეც, რათა თამაშები უსაფრთხოდ ჩატარდეს.