მთავარისაქართველოეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონს ანტიდემოკრატიულად აფასებს

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონს ანტიდემოკრატიულად აფასებს

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო დეკლარაცია, სადაც საქართველოს ხელისუფლების მიერ მასობრივი პროტესტის ფონზე მიღებულ, ე.წ. „აგენტების“ კანონზეა საუბარი.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ანტიდემოკრატიული კანონის ამოქმედება ქვეყანაში მყიფე დემოკრატიასა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს ძირს უთხრის.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიღებულია რუსული სტილით, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და არაპროპორციულად ზღუდავს, მაგალითად, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.

ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტონ ზეწოლა და თავდასხმა როგორც თავისუფალ მედიაზე, ასვე სამოქალაქო საზოგადოებასა და აქტივისტებზე.

გაეროს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე სესიაზე მიღებულ დეკლარაციაში ასევე საუბარია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და ნათქვამია, რომ საპარლამენტო ასამბლეა გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების გაუარესებას.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend