მთავარიამერიკააშშ„დემოკრატიული პარტია განიხილავს ჯო ბაიდენი კამალა ჰარისით ჩაანაცვლოს" - REUTERS

„დემოკრატიული პარტია განიხილავს ჯო ბაიდენი კამალა ჰარისით ჩაანაცვლოს” – REUTERS

„თუ ჯო ბაიდენი გადაწყვეტს, საარჩევნო კამპანიას გამოეთიშოს, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი აშშ-ის პრეზიდენტის კანდიდატურაზე ბაიდენის შეცვლის მთავარი ალტერნატივა იქნება” – ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ თეთრი სახლის, დემოკრატიული პარტიისა და ბაიდენის წინასაარჩევნო კამპანიის მაღალი რანგის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ 27 ივნისს ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის პირველმა საპრეზიდენტო დებატებმა დემოკრატებში შეშფოთება გამოიწვია. მიზეზი ჯო ბაიდენის მდგომარეობაა. დემოკრატები განიხილავენ, შეძლებს თუ არა ჯო ბაიდენი ამერიკის შეერთებული შტატების მეორე ვადით პრეზიდენტობას.

ამასთან, The New York Times-ის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ბაიდენმა „მთავარ მოკავშირეს“ განუცხადა, რომ მისი კამპანია შეუქცევადად დაზიანდება იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ დაარწმუნებს საზოგადოებას, რომ შეუძლია ქვეყანას კიდევ ერთი ვადით ჩაუდგეს სათავეში. გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს პირველი მინიშნებაა იმაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი სერიოზულად განიხილავს, შეძლებს თუ არა ძალების აღდგენას გასულ კვირას გამართული საპრეზიდენტო დებატების შემდეგ.

დემოკრატიული პარტიის ყრილობა, რომელზეც პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატი ოფიციალურად უნდა დაასახელოს, 19-22 აგვისტოს პერიოდში ჩატარდება.

გარდა კამალა ჰარისისა, დემოკრატები განიხილავენ გუბერნატორების, გევინ ნიუსომის, გრეტჩენ უითმერისა და ჯოშ შაპიროს კანდიდატურებსაც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend