კიდევ უფრო აგრესიული რუსეთი და მზარდი ჩინური გავლენები – მიიჩნევა, რომ 2024 წლის ვაშინგტონის ნატოს სამიტი იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ ალიანსი უსაფრთხოების ახალ გარემოსთან ადაპტირდეს.
ნატო ამ პრობლემებთან ერთად კიდევ სხვა ბევრ გამოწვევას უნდა გაუმკლავდეს, თან ისე, რომ შეინარჩუნოს პოლიტიკურ ერთიანობა.
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციასა და სხვა ნატოს წევრ ქვეყნებს, როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკური მიზეზების გამო სურთ უზრუნველყონ, რომ სამიტი წარმატებული იყოს.
ვაშინგტონში ასევე წარადგენენ ალიანსის ახალ გენერალურ მდივანს, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს, რომელიც იენს სტოლტენბერგს პირველი ოქტომბრიდან ჩაანაცვლებს.
სამიტის წინ კითხვის ნიშანია იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება სულ რამდენიმე თვეში ნატოს ლიდერი სახელმწიფოს, ამერიკის შეერთებული შტატების, პრეზიდენტი.
დონალდ ტრამპის გამარჯვებამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეცვალოს ალიანსის ამჟამინდელი პოლიტიკა. თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ვაშინგტონში არსებული პოლიტიკური უწყებები უკრაინისთვის დახმარების გაგრძელებას მაინც უზრუნველყოფენ.
სამიტზე ნატოს პარტნიორი ქვეყნებიც მიიწვიეს, მათ შორის, საქართველოც, ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკის მიუხედავად.
ჯერ უცნობია ვინ წავა თბილისიდან ვაშინგტონში. თუმცა ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ საქართველო სამიტს მხოლოდ ფორმალურად დაესწრება.