მთავარიგადაცემებიScenesსერფინგი ყველასთვის - არგენტინელი სერფინგის ინსტრუქტორი შშმ პირებს ტალღებზე ნავარდს ასწავლის

სერფინგი ყველასთვის – არგენტინელი სერფინგის ინსტრუქტორი შშმ პირებს ტალღებზე ნავარდს ასწავლის

არგენტინის ერთ ზღვისპირა ქალაქში სერფინგით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაერთოს, როგორც ფიზიკურად სრულფასოვანს, ისე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს. ამის საშუალებას შშმ პირებს სერფინგის ინსტრუქტორი ლუკას რუბინიო აძლევს, რომელმაც მიზნად დაისახა, რომ სერფინგის დაფა ნებისმიერ მსურველს მოარგოს და ტალღებში შეაცუროს.

ლუკას რუბინიო 17 წლის ასაკში უკვე პროფესიონალი სერფინგისტი იყო. იგი ტანდემისა და ლონგბორდის ჩემპიონატის ხუთგზის გამარჯვებულია. თუმცა, როგორც ლუკასმა „ევრონიუსს“ განუცხადა, მისი ყველაზე დიდი მიღწევა Escuela Mardel-ის სერფინგის სკოლის დაარსებაა, რომელიც საშუალებას აძლევს რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ასწავლოს ტალღებზე ნავარდი.

ამ სკოლის მოწაფეებს სხვადასხვა ტიპის უნარი აქვთ შეზღუდული, ზოგს დაუნის სინდრომი აქვს, ზოგს  – აუტისტური სპექტრის აშლილობა ან ოთხივე კიდურის დამბლა აწუხებს, ზოგს ქერქის დამბლა ან ტრავმა აქვს მიღებული.  ხშირად უბედური შემთხვევის შედეგად ჰემიპლეგია ან სხვა ტიპის მოძრაობის უნარის შემზღუდავი პრობლემა უჩნდებათ, მაგალითად, ხერხემლის დაზიანების ან ამპუტაციის შემდეგ. მრავალი მათგანი ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ სერფინგს შეძლებდა. თუმცა ლუკასს სჯერა, რომ სპორტი ყველასთვისაა. უბრალოდ ცოტა მეტი საზრიანობაა საჭირო.

სერფინგის შემსწავლელთა უსაფრთხოების მიზნით, ლუკასის სკოლაში თავად ამზადებენ სერფინგის  სპეციალურ დაფებს, რომლებიც აღჭურვილია სხვადასხვა ტიპის მოწყობილობით, იქნება ეს ყავარჯნები, პოსტურალური სკამები თუ სახელურები. დაფა ადამიანის წონისა და სიმაღლის მიხედვით მზადდება. მოკლე ან გრძელი მილებით კეთდება სამფეხა, რათა ადამიანი მოეჭიდოს. შეგიძლია ძველი თვლებიანი სავარძლის გადაკეთებაც, რომლის დასაჯდომიც და საზურგეც გამოდგება იმისთვის, რომ ადამიანმა უსაფრთხოდ შეძლოს სერფინგი. ლუკასმა სპეციალური პედაგოგიური კურსიც გაიარა შშმ პირებთან ურთიერთობა, რომ უკეთ გამოუვიდეს. მაგალითად, თუკი მოწაფეს არ შეუძლია  საუბარი, მაშინ წყალში ყოფნის დროს შეხებით აგებინებს, რა უნდა გააკეთოს.

ლუკასს ძალიან უყვარს თავისი მოწაფეები და დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება მათთან ურთიერთობას, რომელიც მხოლოდ სერფინგით არ შემოიფარგლება. იგი ძალიან აქტიურობს, რათა სანაპიროები ხელმისაწვდომი იყოს შშმ პირებისთვის. იგი თავად მონაწილეობს ისეთი ბილიკების მოწყობაში, რომლებზეც თვლიანი სავარძელიც გაივლის და შშმ პირიც შეძლებს დატკბეს მზით, ზღვითა და ქვიშით.

ავტორები: შარიფა ფადილა ალშაჰაბი და ნაჩო ლარუმბე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend