მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდა. ალიანსის შტაბ-ბინაში გამართული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ნატოს წევრი ქვეყნები უკრაინისთვის უფრო გრძელვადიან სამხედრო მხარდაჭერას განიხილავენ…

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა უსაფრთხოების გაძლიერებისა და უკრაინელი სამხედროების მომზადების მიმართულებებით ნატოს როლის გაძლიერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას ელოდება.

ნატოს წევრი ქვეყნები და მათი მოკავშირეები ნატოს სამიტის ფარგლებში 9-11 ივლისს ვაშინგტონში შეიკრიბებიან. აქვე გეტყვით იმასაც, რომ სამხედრო ალიანსის ელჩებმა დაადასტურეს ის, რომ 1-ელ ოქტომბერს იენს სტოლტენბერგს ჩაანაცვლებს ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend