მთავარიმსოფლიოსპილომ, სახელად ბუბიმ, გერმანიის ნაკრების სამივე თამაშის შედეგი იწინასწარმეტყველა

სპილომ, სახელად ბუბიმ, გერმანიის ნაკრების სამივე თამაშის შედეგი იწინასწარმეტყველა

სპილომ, სახელად ბუბიმ, იწინასწარმეტყველა, რომ დანიის წინააღმდეგ მერვედფინალში გერმანია გაიმარჯვებს და შემდეგ ეტაპზე გავა.

ფეხბურთს ახალი წინასწარმეტყველი ცხოველი ჰყავს, სპილო სახელად ბუბი. რვაფეხა პოლის, ღორი მარკუსისა და ლამა პოკოს შემდეგ 31 წლის აფრიკული სპილო ბუბი კიდევ ერთი ცხოველია, რომელიც წინასწარმეტყველური ნიჭით არის დაჯილდოებული. ის გერმანიის ცენტრალურ ნაწილში, ტურინგიაში ცხოვრობს. მან აქამდე გერმანიის ყველა თამაშის შედეგი გამოიცნო, მათ შორის, უნგრეთსა და შვეიცარიასთან ჩატარებული თამაშების ზუსტი ანგარიშებიც კი.

„როგორც სპილოების სპეციალისტი ვფიქრობ, რომ ბუბის ფანტასტიკური წინასწარმეტყველების უნარი აქვს. ამასთანავე, მშვენიერი ფეხბურთელიც არის, ალბათ ,ხედავთ, თუ როგორ ზუსტად ურტყამს ბურთს. დღეს კი, გერმანიის მოგება იწინასწარმეტყველა”, – ამბობს ჰარდი ვაისჰაითი, სპილოების მომვლელი.

მომდევნო თამაშში კი ანგარიში 2:1 გერმანიის სასარგებლოდ იწინასწარმეტყველა. ბუბიმ ბურთი დაარტყა სპეციალურად მოწყობილ კარში, სადაც ერთ მხარეს დანიის დროშა იყო, მეორე მხარეს კი გერმანიის. მან პირველი ბურთი დანიის სასარგებლოდ გაიტანა, ხოლო მომდევნო 2 ბურთი კი გერმანიის.

ბუბის მომვლელებმა მისი ფეხბურთის მიმართ სიყვარული მას შემდეგ შეამჩნიეს, რაც ბუბიმ თავის ვოლიერში შემთხვევით ჩავარდნილი ბურთი უკან მოისროლა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend