მთავარიაზიაღაზაისრაელმა ჩრდილოეთ ღაზაში ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკზე ავიაიერიში მიიტანა

ისრაელმა ჩრდილოეთ ღაზაში ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკზე ავიაიერიში მიიტანა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჩრდილოეთ ღაზაში ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკზე ავიაიერიში მიიტანა, რის შედეგადაც 18 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის ქალები და ბავშვები.

ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკში მცხოვრებნი აფეთქების დროს სახლში იყვნენ, როდესაც გარეთ რომ გავიდნენ, ნახეს, რომ ყველგან ადამიანის სხეულის ნაწილები იყო მიმოფანტული. მათი თქმით, ისინი მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ და არანაირი კავშირი არ ჰქონიათ სამხედროებთან.

ამავდროულად, ისრაელის სამხედროებმა გაავრცელეს ჰუმანიტარული ჯგუფის „ექიმები საზღვრების გარეშე“ წევრის ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ მას ღაზაში მებრძოლების შეკრებაზე სამხედრო ფორმა აცვია.

ფადი ალ-ვადია, რომელიც ველოსიპედით ჰუმანიტარული ორგანიზაციის კლინიკაში მიდიოდა, ავიაიერიშის დროს დაიღუპა. ისრაელი ამტკიცებს, რომ ალ-ვადია ისლამური „ჯიჰადის“ წევრი იყო და ჩართული იყო მის სარაკეტო პროგრამაში. ჰუმანიტარული ჯგუფის წარმომადგენლების თქმით კი, არ არსებობდა არანაირი მინიშნება, რომ იგი მებრძოლებთან იყო კავშირში.

ზაფხულის სიცხის ფონზე, მოუწესრიგებელი კანალიზაციის სისტემის, დაბინძურებული წყლისა და უკონტროლო ნარჩენების გამო ღაზაში, ლტოლვილთა ბანაკებში, კიდევ უფრო იზრდება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხეები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend