როგორია სკოლებში ბავშვთა მიმართ ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკა საქართველოში – ამ თემაზე „ილიას სამართლის სახლმა” კვლევის პრეზენტაცია გამართა. დოკუმენტში ის საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბარიერებია წარმოდგენილი, რომლებსაც ბავშვები სკოლაში ძალადობისგან დაცვის პროცესში აწყდებიან.
ორგანიზაცია სკოლებში ბულინგის პრობლემაზე 2019 წლიდან მუშაობს. ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში „ილიას სამართლის სახლის” ხელმძღვანელმა ელენე სიჭინავამ ისაუბრა.