პორტუგალიასთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ მთელი ღამის განმავლობაში არ წყდებოდა ზეიმი თბილისსა და რეგიონებში. იყო მოქალაქეთა მსვლელობები ავტომობილებით თუ ქვეითად.
26 ივნისის ღამეს საქართველოს დროშებითა და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების მაისურებით გულშემატკივრები ერთხმად ამბობდნენ, რომ ეს დღე ნამდვილად იყო ახალი ისტორიის დასაწყისი.
ქომაგები იმასაც აღნიშნავდნენ, რომ ბევრი მათგანისთვის ამ გამარჯვებამდე წარმოუდგენელი იყო ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალის საგზურის მოპოვება.