ფეხბურთში მიღწეული წარმატების ემოციები პოლიტიკაზეც აისახა. საქართველოს პარლამენტის 27 ივნისის სხდომა უჩვეულო ფორმით გაიხსნა. დარბაზში მყოფი „ქართული ოცნების” დეპუტატები სიმღერითა და შეძახილებით ზეიმობდნენ ევრო 2024-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებას. ოპოზიციიდან სხდომათა დარბაზში მხოლოდ პარტია „გირჩის” წარმომადგენელი დეპუტატი ვახტანგ მეგრელიშვილი იმყოფებოდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ეროვნულ ნაკრებსა და მოსახლეობას გამარჯვება მიულოცა.