მთავარისაქართველოსაქართველოს სახალხო დამცველი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

სტრასბურგში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა განიხილეს. მათ ისაუბრეს მედიის თავისუფლების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების, სოციალური დაცვის უფლებით სარგებლობისა და თანასწორობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს უფლებადამცველთა და უფლებადაცვითი ორგანიზაციებისთვის შექმნილი სამუშაო გარემო და სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობა მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდში.

ასევე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანი ახლად მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის აღსრულების პროცესში სახალხო დამცველის სამომავლო ჩართულობის შესაძლებლობით დაინტერესდა და კანონთან დაკავშირებული შეფასებები მოისმინა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend