მთავარისაქართველოსაქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის 10 წლის იუბილე

საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის 10 წლის იუბილე

27 ივნისს საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის 10 წლის იუბილეა. 2014 წლის 27 ივნისს ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმებით საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, ასოცირების შეთანხმება საქართველოს დემოკრატიის, თავისუფალი და კონკურენტული ეკონომიკის პრინციპებითა და რეფორმირებით შემდგარ და ამ პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერის დეტალურ და დროში კარგად გაწერილ გეგმას წარმოადგენს, რაც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტს.

ევროკავშირის წარმომადგენლობამ ამ საკითხზე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს. თუმცა მათივე თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის გზას არ დაუბრუნდება, ქვეყანა ამ გზაზე წინ ვერ წაიწევს.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:20
spot_imgspot_img
Send this to a friend