მთავარიკუბიყალბი ამბები EURO 2024-ზე

ყალბი ამბები EURO 2024-ზე

სოციალურ ქსელში ევროპის ჩემპიონატსა და კერძოდ, ქართველ ფეხბურთელებზე ყალბი ციტატა და სატირული შინაარსის პოსტები გავრცელდა. მაგალითად, უკვე რამდენიმე დღეა „ფეისბუკზე“ აქტიურად ვრცელდება საქართველოს ნაკრები მეკარის, გიორგი მამარდაშვილის, ციტატა, რომელიც თითქოს მან თქვა საქართველო-თურქეთის მატჩის შემდეგ.

„მე ის კი არ მწყინს, რომ წავაგეთ, ხალხს ფეხბურთი რომ ეყურებინა, მთლიანი ხელფასი და პურის ფული დახარჯეს, ჩვენ კი შევარცხვინეთ”, – აღნიშნულია გავრცელებულ ცნობაში.

გიორგი მამარდაშვილს ასეთი წინადადება არცერთ ღია წყაროში არ უთქვამს. სოციალურ ქსელში პოსტი, რომელიც გამოაქვეყნა ქართველმა მეკარემ, განსხვავებულია.

„სადებიუტო თამაში @‌euro2024-ზე, რომელიც ყველას გვემახსოვრება, ვამაყობ ჩემი გუნდითა და ჩემი ხალხით! თამაში, სადაც ყველამ დაინახა, რომ არასდროს დავნებდებით! გმადლობ გვერდში დგომისთვის”, – დაწერა მან თავის ფეისბუკგვერდზე.

დეზინფორმაცია სხვა ქვეყნებზეც გავრცელდა. წელს ევროპის ჩემპიონატზე შეხვედრა შედგა რუმინეთისა და უკრაინის ნაკრებებს შორის, გამარჯვება რუმინეთმა მოიპოვა ანგარიშით 3:0. თამაშების შემდეგ ვირუსული გახდა ვიდეო, რომელზეც რუმინელი გულშემატკივრები სკანდირებენ პუტინის სახელს და თითქოს მხარს უჭერენ რუსეთის პრეზიდენტს.

ეს ვიდეო გადაამოწმეს უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციის უსაფრთხოების ცენტრმა, „დოიჩე ველეს“ ფაქტების გადამმოწმებელმა და რუმინელმა მკვლევრებმაც, რომელთა დასკვნითაც, ხმა პროგრამულად არის დადებული ვიდეოზე. ვიდეო ასევე პლატფორმა X-ზე მონიშნულია, როგორც გაყალბებული ვიდეო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend