უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და არმიის მეთაური ოლექსანდრ სირსკი დონეცკის რეგიონში ჩავიდნენ და ფრონტის ხაზზე მყოფი უკრაინული დანაყოფები მოინახულეს.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, ვიზიტის ერთ-ერთ მიზანს უკრაინის გაერთიანებული ძალების ახლად დანიშნული სარდლის ანდრიი ჰნატოვის წარდგენა წარმოადგენდა. ფრონტის ხაზზე ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ფლანგზე არსებული ვითარება გააცნეს. როგორც ისინი აღნიშნავდნენ ერთ დღეში ფრონტის ამ მიმართულებაზე რუსი ოკუპანტები საშუალოდ 15-იდან 30 იერიშამდე ახორციელებენ. სამხედროებსა და მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოფიციალურმა პირებმა ფრონტის ხაზთან ახლოს მყოფი უკრაინული მოსახლეობა ხშირად უნდა მოინახულონ.
Donetsk region: visited 110th, 31st, and 47th Separate Mechanized Brigades.
I received reports on the operational situation and discussed our actions with the Commander-in-Chief and brigade commanders. I also personally thanked our warriors and presented them with awards.
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) June 26, 2024