მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის არმია ფრონტის ხაზზე პოზიციის შენარჩუნებას ცდილობს

უკრაინის არმია ფრონტის ხაზზე პოზიციის შენარჩუნებას ცდილობს

უკრაინის ქალაქი ჩასივ-იარი გეოგრაფიულად მნიშვნელოვან ადგილზე მდებარეობს. სწორედ ამიტომ, ამ ქალაქის აღება რუსული ჯარისთვის პრიორიტეტულია. ის მეზობელი ბახმუტის დასავლეთით მდებარეობს, რომელიც რუსეთმა შარშან, 10-თვიანი ბრძოლის შემდეგ დაიპყრო.

„ჩვენი მიწის ყოველი მილიმეტრი, ყოველი სანტიმეტრი ძალიან მნიშვნელოვანია. რაც უფრო შორს გავუშვებთ რუსებს, მით უფრო უარესია ჩვენთვის. ჩვენი მთავარი მოტივაცია მათი სრულად განდევნაა ჩვენი ქვეყნიდან. არ მინდა, რომ ჩვენმა შვილებმა ომში იცხოვრონ”,- ამბობს რუსლანი, უკრაინის 43-ე საარტილერიო ბრიგადის მეთაური.

უკრაინა ცდილობს, რომ ფრონტის ხაზზე სტატუს-კვო შეინარჩუნოს. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ერთი თვით სამხედრო დახმარების შეწყვეტამ უკრაინის არმია იძულებული გახადა, რომ მხოლოდ თავი დაიცვან და შეტევაზე არ გადავიდნენ.

„აქ ყოველი დღე განსხვავებულია, ერთ დღეს შეიძლება სიმშვიდე იყოს, მეორე დღეს კი, საშინელება დატრიალდეს. მტერი ყოველთვის ემზადება და ძალას იკრებს. შეიძლება ითქვას, რომ ყოველგვარი დასვენების გარეშე გვიწევს ბრძოლა“, – ამბობს ოლექსანდრი, უკრაინის 43-ე საარტილერიო ბრიგადის ოცმეთაური.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 ივნისს განაცხადა, რომ სახმელეთო ჯარების უმაღლესი მეთაურის პოზიციაზე გენერალ-ლეიტენანტ იური სოდოლს გენერალი ანდრეი ჰნატოვი შეცვლის.

ქალაქ ჩასივ-იარის 43-ე საარტილერიო ბრიგადის წევრები საბჭოთა ეპოქის თვითმავალ საარტილერიო მანქანებს იყენებდნენ, თუმცა მათ ასევე განაცხადეს, რომ ამერიკული საბრძოლო მასალების მიწოდება ნელ-ნელა დაიწყო და ისინი ამ ტექნიკაზე სულ მალე გადავლენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend