მთავარიევროპასერბეთისერბეთმა ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოსთან შეთანხმებას მოაწერა ხელი

სერბეთმა ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოსთან შეთანხმებას მოაწერა ხელი

სერბეთმა და ევროკავშირმა, არალეგალურ მიგრაციასთან და ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში, ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო FRONTEX-თან გააფორმეს შეთანხმება. ბოლო ინფორმაციით, პოლიციის სასაზღვრო ძალები განლაგდებიან არა მხოლოდ უნგრეთისა და ბულგარეთის, არამედ სერბეთის სხვა მეზობელი ქვეყნების საზღვრების გასწვრივ. მხარეებმა შეთანხმებას ბელგრადში მოაწერეს ხელი.

ევროკავშირმა და სერბეთმა ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოსთან გააფორმეს შეთანხმება, რომელიც საზღვრის მართვისას ოპერატიულ თანამშრომლობას ითვალისწინებს. არალეგალური მიგრაციისა და ტრანსსასაზღვრო დანაშაულის აღსაკვეთად მხარეები შეთანხმდნენ, რომ მესაზღვრეები განლაგდებიან არა მარტო ევროკავშირის წევრი ქვეყნების, არამედ სერბეთის სხვა მეზობელი ქვეყნების საზღვრების გასწვრივაც. ილვა იოჰანსონმა და სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ივიცა დაჩიჩმა, რომელიც ამავე დროს პრემიერ-მინისტრის მოადგილეა, შეთანხმებას ხელი ბელგრადში მოაწერეს.

ივიცა დაჩიჩის თქმით, ეს მეორე შეთანხმებაა, რომელსაც სერბეთი „ფრონტექსთან“ აფორმებს. მისი აზრით, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ტრანსსასაზღვრო დანაშაულსა და არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლაში.

ილვა იოჰანსონმა, ევროკომისარმა შინაგან საქმეთა საკითხებში, განაცხადა, რომ სერბეთი ევროკავშირის ერთ-ერთი პარტნიორია მიგრაციის მარშრუტების მართვის თვალსაზრისით. ახლო აღმოსავლეთიდან, პაკისტანიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან ყოველწლიურად ე.წ. ბალკანეთის მარშრუტით ათასობით ადამიანი ცდილობს ევროპის ქვეყნებში გადასვლას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend