დღეს, 26 ივნისს, გელზენ კირხენის „აუფ შალკე არენაზე“ საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მესამე მატჩს გამართავს და დაუპირისპირდება ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, პორტუგალიის ნაკრებს, რომელსაც პლეი-ოფის საგზური უკვე მოპოვებული აქვს. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
„ევრონიუს ჯორჯიას” ჟურნალისტმა გიორგი სანაძემ გერმანიიდან ადგილზე არსებულ განწყობებსა და მოსალოდნელ მატჩზე ისაუბრა.